ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა მიშველაძის სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტი დიმიტრი ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის სარჩელთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
„არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან სასამართლოს მიერ დასახელებული მოტივაცია მიუღებელია სამართლებრივი თვალსაზრისით. რაც მთავარია, სასამართლომ დისკრიმინაციის მოტივი გამორიცხა. საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში“, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

იტვირთბა....