ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
“ძალიან მაგარი რამე მოხდა! მთავარი რამ: სასამრთლომ დაადგინა რომ უკანონოდ მოხდა ჩემი გთავასულფება. მთავარი არის ეს. მართალია ჩემი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და არ ცმოხდა აღდგენა, მაგრამ მორალური ზიანის ანაძღაურება დაეკისრათ!”,- განუცხადა მიშველაძემ “პრაიმტაიმს”.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი სსმ-ის დირექტორის გიორგი ბარათაშვილის 11 თებერვლის ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეკისრა ეკა მიშველაძისთვის 30 ათასი ლარის, ხოლო ბიუჯეტის სასარგებლოდ – სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის გადახდა. მოსარჩელე მხარის დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.