ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ნაციონალებიც შეიცვალნენ და შეიცვლებით თქვენც“: ნანუკა ჟორჟოლიანი როსტოს დაკავებაზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს კიდევ ერთხელ, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„მოკლედ, გადავიკითხე კომენტარები როსტოს და კურტანას თემაზე და აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო რამდენიმე საკითხს.
მსაყვედურობენ რომ მეგობრების დაჭერამ გამაბრაზა და სხვებზე რატომ ვიყავი ჩუმად.
– დიახ მეგობრებო! მეგობრების არაადეკვატურმა სასჯელმა გამაბრაზა! რა არის ამაში გაუგებარი! ჩემი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის მიმართ იყო და არის კრიტიკული. წინა ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ირაკლი კოდუა იყო შსს მაღალჩინოსანი და მე მისი ცოლი! იხილეთ ნოდარ მელაძის გადაცემების არქივი იმედზე. ის რომ მაშინ ფბ აქტიური არ იყო ჩემი ბრალი არაა! გამიპროტესტებია უცხო ადამიანების დაკავებაც! აქ, ამ გვერდზეც და აქციაზეც!

არგუმენტია, რომ კანონია არასრულფასოვანი. კანონიც არის ასეთი, მაგრამ მიდგომებიც. შოთაძე, რომელიც მის ყოფილ ხელმძღვანელს სტანდარტებს უწუნებს, პირადად იღებს გადაწყვეტილებებს ვინ რამდენი ხანი უნდა იჯდეს და გადაწყვიტა როსტოსთან და კურტანასთან საპროცესო არ გააფორმოს!
რა გგონიათ? ვინმე ამბობდა სულ ნუ დასჯითო? რა გგონიათ, სასჯელს არ ველოდით? მაგრამ 8 წელი??? 8 წელი ადამიანი გაუშვა ციხეში? მხოლოდ იმიტომ რომ MDM მოიხმარდა?! სადიზმია ეს! იცით როგორი დაუმსახურებელი სასჯელია? აი წინა ხელისუფლებამ პატარა ბავშვი რომ დააკავა და სამაგალითოდ დასაჯა! სადისტურად! აი ისეთი სასჯელია!
რატომ ვკითხე ბერას? იმიტომ რომ სულ ჰქონდა სამოქალაქო პროტესტი. სიმღერით აპროტესტებდა დაჭერებს, ზეწოლებს, ყველაფერ ცუდს რაც ხდებოდა და დღეს სადაა?! არაფერია გასაპროტესტებელი?!

და თუ მკითხავთ სად ვიყავი მაშინ, გიპასუხებთ იქ სადაც ბერაა დღეს და მეც გამიგეთ მაშინ.

შერჩევითია სამართალიც და მიდგომებიც. და თუ ამბობთ იმას, რომ ნაციონალებიც ასე აკეთებდნენ, ისინი შეიცვალნენ და შეიცვლებით თქვენც!”- წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვითაც მათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის 8 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

შეგახსენებთ, ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს ნარკოტიკების უკანონო შენახვის და გასაღების ბრალდებით – 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

იტვირთბა....