ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ტერორისტული შეტევები კიდევ უფრო ცბიერი და ცინიკური ხდება“

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მიუსამძიმრა.

„ტერორისტული შეტევები უფრო და უფრო ცბიერი და ცინიკური ხდება. თვალნათელია, რომ საერთაშორისო საზოგადოების თითოეული წევრი უნდა გაერთიანდეს, რათა წინ აღუდგეს ტერორისტულ მუქარას“, – ნათქვამია პუტინის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლონდონში ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომელზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის სამართალდამცავი და თავდამსხმელი, დაშავებულთა რიცხვი კი 40-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....