ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უშიშროების საბჭოს სხდომას გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური ესწრება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაუძღვება.

ცნობილია, რომ შეხვერდაზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებიან თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ირაკლი სესიაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სწორედ ამიტომ ვერ მოახერხებს სხდომაზე დასწრებას.

ასევე აშშ-ში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. გიორგი მღებრიშვილი კი შეხვედრებს მართავს ბრიუსელში. სხდომას არ დაესწრება არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

იტვირთბა....