ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

რატომ არ გვიმტკიცებენ ბანკები სესხს?

კრედიტის/სესხის გაცემა საბანკო მომსახურების უმნიშვნელოვანესი დარგია. კომერციული ბანკებისთვის შემოსავლების ძირითად წყაროს, სწორედ, კრედიტებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული სარგებელი წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტების გაცემა, სამომხმარებლო, საიპოთეკო, საბლანკო და სხვა კრედიტების ჩათვლით, კომერციული ბანკების ნებადართული საქმიანობაა, ხშირად არ თანხმდებიან აღნიშნული ოპერაციის განხორციელებას და კლიენტებს უარით ისტუმრებენ .

განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური კრიზისია, მომხმარებლის გადახდისუნარიანობა კი კლებულობს და პრობლებური სესხების რაოდენობაც ყოვედღიურად იზრდება.

თუმცა, თუ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდებით  შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ-სესხების მომსახურებით, რომელიც საკმაოდ იაფად და სწრაფად გაძლევთ კრედიტს.  სესხის აპლიკაციის შევსებიდან 15 წუთში თანხა თქვენს ანგარიშზე აისახება.

Sesxebi365 არის საიტი, სადაც განთავსებული ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიების გრძელი სიაა და შეგიძლიათ დეტალური ინფორმაცია მოიძიოთ თითოეულის მიერ შემოთავაზებული პირობების შესახებ.

თუმცა, მაინც საინტერესოა რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეიძლება ბანკებმა უარი უთხრან მომხმარებელს სესხის/კრედიტის აღებაზე.

sesxebi365

მიზეზი შეიძლება მრავალგვარი იყოს, მაგრამ, პირველი რიგში, უნდა გავითვალისწინოთ,  რომ კრედიტის გაცემა არის ბანკის უფლება და არა –  ვალდებულება. ბანკების საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის ნორმატივებითა და  კანონით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, სადაც არის გარკვეული მინიშნებები, რისკებისა და რისკ-ჯგუფების თაობაზე.  თუმცა,  უმეტეს შემთხვევებში ყველა ბანკი თავადვე ადგენს, რა სტანდარტით  გასცეს სესხი.

იმისათვის, რომ ბანკმა სესხი დაამტკიცოს, მომხმარებელი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, მოწმდება კლიენტის შემოსავლები, აკმაყოფილებს თუ არა იგი მიღებულ სტანდარტებს. თუ  ფიქსირებული შემოსავალი მცირეა, ბანკმა შესაძლოა უარი უთხრას მომხმარებელს საბანკო მომსახურებაზე.

სესხის აღების დროს, ხანდახან, მომხმარებლის ასაკიც ქმნის პრობლემას. ბანკმა, შესაძლოა, მიზანშეწონილად არ ჩათვალოს მომხმარებლის ასაკთან შესაბამისად  მის მიერ მოთხოვნილი თანხის გაცემა.

ასევე ხშირ შემთხვევაში ბანკები ბლოკავენ მომხმარებელს, რომელიც ქვეყნის მოქალაქე არ არის.

ერთ–ერთ ყველაზე რთულ პრობლემას კი საბანკო ისტორიები წარმოადგენს. თუ ადამიანს ოდესმე მაინც უსარგებლია საბანკო მომსახურებით, მისი ისტორია აუცილებლად ინახება სააქციო საზოგადოება „კრედიტ ინფო საქართველო“-ში. მასთან გაფორმებულია მემორანდუმი, რომელსაც  ხელს აწერს საქართველოს ეროვნულ ბანკი, კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

მემორანდუმის თანახმად,  თითოეული მონაწილე ვალდებულია კლიენტის ისტორია ამ ორგანიზაციას გადაუგზავნოს შესანახად. ინახება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ისტორიები. თუ კლიენტს აღმოაჩნდა რაიმე დარღვევა იგი აუცილებლად აღმოჩნდება ე.წ. „შავ სიაში“, რაც აისახება მის საბანკო ისტორიაზე და ასეთ მომხმარებლებს ბანკები უარს ეუბნებიან თანხის მიღებაზე. ხშირ შემთხვევაში, „შავ სიაში“ კეთილსინდისიერი გადამხდელებიც ხვდებიან, რომელთაც სულ მცირედი დარღვევები აქვთ. მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიაში არსებული უარყოფითი მონაცემები „კრედით ინფო საქართველოს“ ბაზაში 5 წლის განმავლობაში ინახება. ეს ინფორმაცია სესხის დაფარვიდან 5 წლის გასვლის შემდეგ ავტომატურად იშლება და ამ ხუთი წლის მანძილზე კლიენტს არ შეუძლია საბანკო მომსახურება– სესხით/კრედიტით სარგებლობა.

 

ასეთ დროს, ისევ ონლაინ სესხს შეგიძლიათ მიმართოთ. ერთი–ერთი საინტერესო კომპანიაა Eloan sesxi. უფრო დაწვრილებით მათი მომსახურების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ  Eloan sesxi Sesxebi365-ზე.  ის ნამდვიალდ არის ერთ–ერთი საუკეთესო ალტერნატივა მოულოდნელი ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად.

 

reklama

იტვირთბა....