კიევის ცენტრში ყოფილი რუსი პარლამენტარი მოკლეს. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი სასტუმრო „პრემიერ პალასთან“ გახსნეს, სადაც ბიზნესმენთა ჯგუფი იდგა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა.
მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ის სათათბიროს ყოფილი წევრი დენის ვორონენკოვია. ყოფილი დეპუტატი ოჯახთან ერთად უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და შარშან მოქალაქეობაც მიიღო. რუსეთის დატოვების მიზეზად კი იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებდა.