„ბერა, შენი აზრი მაინტერესებს, ადამიანი MDM-თვის 8 წელი უნდა იჯდეს ციხეში?!“- ამ კითხვით წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს, ბერა ივანიშვილს მიმართავს.
“BERA -შენი აზრი მაინტერესებს, ადამიანი MDM-თვის 8 წელი უნდა იჯდეს ციხეში?! როგორ არის შენ სიმღერაში? რომ ნამდვილი ხარ და არამოგონილი, ხოდა გამოდი და მითხარი, ადამიანი მკვლელზე და სადისტზე მეტი უნდა იჯდეს კლუბური ნარკოტიკის გამო?!”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი facebook-ზე.
საქმე ეხება ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვითაც მათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის 8 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
შეგახსენებთ, ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს ნარკოტიკების უკანონო შენახვის და გასაღების ბრალდებით – 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით.