უკრაინაში საბრძოლო მასალის ყველაზე დიდი საწყობი იწვის. ქალაქ ბალაკლეაში ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საწყობის ირგვლივ, 50 კილომეტრის რადიუსით მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
24 TV-ის ცნობით, სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, განსაკუთრებულ საფრთხეს მიწისქვეშა საცავები წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემები ინახება.
ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.