ახალი ამბები მთავარი სამართალი

როგორია აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა

ექიმის ინფორმაციით, გუშინ, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, სადაც დაშავებული ქალი იმყოფება.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზე და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება.

შეგახსენებთ, გუშინ აღმაშენებლის ხეივანში, 56 წლის ქალს და მის 11 წლის შვილს მანქანა დაეჯახათ. შემთხვევის შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

თვითმხილველის ინფორმაციით, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც BMW-ს მარკის ავტომობილი ჯერ ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა.

როგორც”მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

იტვირთბა....