თბილისში, სააკაძის მოედანზე მომხდარი ავარიისას მოპედის მძღოლი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 11 საათზე მოხდა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.