ბლოგერი და სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“სანამ მთვრალის საჭესთან დაჯდომა, პედოფილთან ძმაკაცობაზე უფრო სირცხვილი არ იქნება; სანამ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დამნაშავე მთელი დღე ქუჩას არ დაალაგებს; სანამ საწინააღმდეგო ზოლში გადასვლისთვის კანონდამრღვევი მთელი დღე საზოგადოებრივ ტუალეტებს არ დახეხავს; სანამ საავარიო სიტუაციის შექმნისთვის მძღოლი ერთი კვირით მოხუცთა თავშესაფარში მოხუცებს არ მოუვლის; სანამ წითელ შუქზე გამვლელი ადამიანების ჯგუფი ქალაქის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელს ორ დღეში კრიალს არ დააწყებინებს; სანამ უბრალო დარღვევისთვისაც ადამიანი ლანძღვას და შერცხვენას არ მიიღებს- მანამდე არაფერი ჯარიმა ამ საშინელებებს ვერ უშველის.
რამდენი უნდა მოვკვდეთ რომ რამე ზომები მოიფიქროთ, რამე გამოსავალი, არჩეულები და ძალაუფლებიანები ვინც ხართ, მოიფიქრეთ რაღაცა. თუ ვერ შვებით თქვენ, უცხოელი დაიქირავეთ ვინმე, სანამ გაგვწყვიტეს სულ ამ ჩათლახმა მთვრალებმა და უპრავოებმა. გუშინ სამი სანტიმეტრით გადავრჩი ზებრაზე სიკვდილს, გუშინწინ თქვენც გადარჩებოდით რომელიმე, დღეს კიდევ ბავშვი გარდაიცვალა, გესმით?- ბავშვი.
ეს კანონი კიდევ ყველასთვის კანონი უნდა იყოს, ვიღაცის თვალებამოტრიალებული ქალი ან ვიღაცა დამპალი გაქსუებული რატომ არ უნდა იხდიდეს ჯარიმას? ნაცნობობით რომ გაუშვებს ადამიანს, იმ პოლიციელს თავზე უნდა გადაახიო დიპლომიც და სამხრეებიც”-წერს აკა სინჯიკაშვილი.
იტვირთბა....