ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაკითხვაზე არავის დავუბარებივარ”: ანა მარგველაშვილი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს

“არც პროკურატურაში და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე არავის დავუბარებივარ”, – ამის შესახებ პრეზიდენტის შვილმა ანა მარგველაშვილმა “ქრონიკას” უთხრა.

პრეზიდენტის შვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებიდან არავის დაურეკავს, თუმცა ანა მარგველაშვილი მზად არის ნებისმიერ დროს გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

რამდენიმე დღის წინ ანა მარგველაშვილმა Facebook-გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი მეგობრისთვის ნარკოტიკების ჩადებაზე იყო ლაპარაკი.

იტვირთბა....