ახალი ამბები მთავარი სამართალი

საზარელი ავარიის დეტალები: “დედა-შვილი გაჩერებაზე იდგა…”

თვითმხილველები ავარიის დეტალებს ყვებიან. როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველმა ვალერი ვარნეჩოვმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, როცა მანქანა ჯერ

განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა. მისივე თქმით, გოგონას თავში სავარუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალი მოხვდა.

“ისეთი სურათი ვნახე, რომ ბავშვთან ვეღარ მივედი. ვეღარც დედამისთან მივედი, ცუდად გავხდი ისეთი მდგომარეობა იყო. დედაც და შვილიც აქვე ცხოვრობდნენ. გაჩერებაზე იდგნენ – ალბათ, სკოლაში მიდიოდნენ. ვნახე რომ “ბე ემ ვეს” მარკის მანქანა დაეჯახა ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი მათ. შევხედე, რომ ბოძის რაღაც დეტალიც მოხვდა ბავშვს თავში”, – აღნიშნა ვალერი ვარნეჩოვმა.

AMBEBI.GE

იტვირთბა....