ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი ლუკავას მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი 55 დღეა შეწყალებულია

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყების წინ, ენგურის ხიდზე დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია მივიდა.

ბასარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძეს გაესაუბრა.

ბასარიას თქმით მისი მეუღლე უკვე 55 დღეა, შეწყალებულია, თუმცა მისი საქართველოსთვის გადმოცემა ვერ ხერხდება.

როგორც ლუკავას მეუღლე ქართული მხარისგან ითხოვს გამოსასყიდისთვის საჭირო თანხა გადაიხადოს.  ქართული მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, ლუკავას შეწყალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის გიორგი ლუკავა მეექვსე წელია დრანდის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაში იხდის სასჯელს. მას დე ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს მოქალაქე 2011 წლის მაისში ოკუპირებულ ტერიტრიაზე დაატყვევეს. ლუკავას ტყის ძმებთან კავშირი და ამ დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან.

იტვირთბა....