პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა საპატრიარქოში უსაფრთხოების სისტემის აწყობა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დავალებით დაიწყო, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ოხანაშვილი ახალაიას თანაშემწე იყო.
„საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე არ შეიძლება ჰქონოდა რაიმე ფაქტები და თუ მაინც ჰქონდა, ეს კიდევ უფრო სახიფათო დასკვნების საშუალებას მისცემდა საზოგადოებას. საიდან შეიძლება იცოდეს უსამართლობის შესახებ ოხანაშვილმა? ხომ არ ხელმძღვანელობდა ის ფარულ მოსმენებს საპატრიარქოში? ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ ოხანაშვილი ბაჩო ახალაიას თანაშემწე იყო”,-წერს გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან ცოტა ხანში თანამდებობიდან გადადგა. მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.