ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანა ზრდასრული მოქალაქეა”: პრეზიდენტი შვილის განცხადებებს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი შვილის, ანა მარგველაშვილის მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებებს გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ თათარიშვილის დაკავებას და მისთვის ნარკოტიკის ჩადებას ეხებოდა:

„ყოველთვის ასე ვასწავლიდი და ყველა საქართველოს მოქალაქეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ იყვნენ ძალიან პრინციპულები, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი ან მათი ახლობლის უფლება ირღვევა. შესაბამისად, ანა არის ზრდასრული მოქალაქე ამ ქვეყნის და მას გააჩნია უფლება გამოხატოს და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. საერთოდ ვფიქრობ, რომ თავისუფალი ქვეყანა ვერ შედგება, თუ ნებისმიერი მოქალაქე არ იბრძოლებს თავისი და თავისი ახლობლების უფლებებისათვის,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანა მარგველაშვილმა მეგობრის დაკავება პრეზიდენტის განცხადებებს დაუკავშირა.

იტვირთბა....