ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანგელა მერკელი თურქეთის პრეზიდენტს აფრთხილებს

მას შემდეგ რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის ოფიციალურ პირები ნაცისტებს შეადარა, ანგელა მერკელმა გააფრთხილა და მსგავსი სახის განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია.

BBC-ის ცნობით, მერკელმა განაცხადა, რომ თუ ერდოღანი განაგრძობს ამგვარი ლექსიკით საუბარს, შესაძლოა კიდევ უფრო მეტი იმ ღონისძიების გამართვა აიკრძალოს გერმანიაში, რომელშიც თურქი პოლიტიკოსები არიან ჩართული.

გერმანიის ხელისუფლებამ უკვე არაერთი მიტინგი გააუქმა, რომელზე პოტენციურად გამომსვლელი თურქი პოლიტიკოსების მიზანიც თურქეთის 16 აპრილის მნიშვნელოვან რეფერენდუმზე ერდოღანის უფლებამოსილების გაზრდის საკითხზე გერმანიაში მცხოვრები ხმის უფლების მქონე ეთნიკური თურქების მხადაჭერის მოპოვებაა.

„შენ ამ წუთას ნაცისტურ ზომებს იყენებ,  როცა ჩვენ მათ ნაცისტებს ვუწოდებთ, ისინი ანუ ევროპა არაკომფორტულ მდგომარეობაში ვარდებიან. ისინი ერთსულოვნად ირაზმებიან. განსაკუთრებით მერკელი“, თქვა მან სატელევიზიო სიტყვაში.

ამ განცხადებას მერკელმა მალევე უპასუხა და პრეზიდენტს ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია.

„ჩემი შენიშვნა, რომ თურქეთისაგან ნაცისტური შედარებები უნდა შეწყდეს, ჯერ კიდევ ძალაშია“, განაცხადა მერკელმა ორშაბათს ჰანოვერში იაპონიის პრემიერ მინისტრ შინძო აბესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

იტვირთბა....