ძლიერი ქარის გამო, ”თურქიშ ეარლაინსმა” თბილისის მიმართულებით ავიარეისი გააუქმა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თურქეთიდან თბილისში რეისი 04:55 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო და 05:50 საათზე უნდა გაფრენილიყო.
რაც შეეხება სხვა რეისებს, ისინი განრიგის მიხედვით შესრულდა.
ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია.