ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ქადაგიძე პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის

ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში სახელმწიფო მმართველობის მოწყობის საკუთარ ვერსიებს სთავაზობს საზოგადოებას:

“მხოლოდ კრიტიკა ადვილიაო. ჰოდა არაფერი ახალი, მაგრამ მაინც ჩამოვწერ აგერ ფბ მეგობრებისთვის ჩემ მოკრძალებულ აზრს თუ რას გავაკეთებდი:

გავაერთიანებდი უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოს. უპრეცენდენტო საჯაროობით ავირჩევდი ახალ მოსამართლეებს სამივე პალატაში (სულ 15 მოსამართლეზეა საუბარი), ამითი რეალურად დაიწყებოდა სასამართლო რეფორმა
თავიდან არის დასაწერი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსები. იდეოლოგიურ საფუძვლად დავუდებდი ინგლისურ სამართალს
შევამცირებდი სამინისტროებს 8-10 მდე
გავაუქმებდი გუბერნატორების, ფინანსური პოლიციის და სუს-ის ინსტიტუტებს
რეალურ ფინანსურ დეცენტრალიზაციასთან ერთად არჩევითს გავხდიდი ყველა გამგებლის და მერის პოზიციას. ასევე არჩევითს გავხდიდი სამხარეო პროკურორის თანამდებობას
თბილისს დავყოფდი მუნიციპალიტეტებად და აქაც არჩევითს გავხდიდი გამგებლებს. გაუგებარია 300,000-იან გლდანს რატომ არ უნდა ჰყავდეს არჩევითი მმართველი როდესაც 6 ჯერ პატარა უამრავ რაიონს ჰყავს.
გავაუქმებდი პარლამენტის მაჟორიტარულ სისტემას და პრეზიდენტის ინსტიტუტს
სასკოლო განათლება იქნებოდა მთავარი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ არაფერი გამოგვივა ქვეყანაში სადაც 15 წლის მოზარდებს მათემატიკას, წაკითხულის გააზრებას და ინგლისურს ვერ ვასწავლით საშუალო ევროპული ხარისხითაც კი

კიდევ არის იდეები მაგრამ სხვა დროს”, – წერს გიორგი ქადაგიძე.

იტვირთბა....