მთავარი პროკურორის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს:
”გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება ერთი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ეს არის ბრალდებული გიორგი მამალაძე. მას შესაბამისი მუხლით წაყენებული აქვს ბრალი. ამდენად მე სხვა პიროვნებებზე რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, ვინადან საქმეში სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, საქმის მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა სოსო ოხანაშვილის და მეუფე დიმიტრის მიმართაც გაჩნდეს კითხვები.