შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პრეზიდენტის სიძის მეგობრის დაკავების ფაქტს ბრიუსელში ეხმაურება. ჟურნალისტების კითხვაზე, რას ფიქრობს მინისტრი ე.წ. წამლის ჩადების ვერსიაზე და ანა მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, მინისტრი პასუხობს რომ საუბარი ე.წ. ჩადებებზე მოგონილია:
“ნებისმიერ შემთხვევაში, მე სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არავინ არაფერს არ უდებს. ყველა ეს განცხადება ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით ემსახურება იმას, რომ უნდათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. არავის შვილობა, არავის პროფესია- არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია. ის ფაქტები, რაც სახეზე გვაქვს, არის რეალური ფაქტები და ყველა საუბარი. ე.წ. ჩადებებზე ეს არის მოგონილი”, – განაცხადა შს მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მტკიცებით, მის მეეგობარს პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერება “ჩაუდო”.