ბუკინისტების სოლიდარობის აქცია https://metronome.ge/
Gepostet von მეტრონომი • Metronome am Montag, 20. März 2017
„აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი წევრი გიორგი ჩიხლაძე გარემოვაჭრეების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას აპროტესტებს და ამბობს, რომ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებთან მერიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მათ მოუწოდეს რომ ტერიტორია რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი იძულებით გაყვანა მოხდება. ჩიხლაძის თქმით, ხელისუფლება ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფს უპირისპირდება და დახმარების ნაცვლად მათ ავიწროვებს.
„არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ეს ხალხი ვინმემ დაჩაგროს და შიმშილისთვის გაწიროს. ის არგუმენტი, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ, სრულიად ფაშისტური მიდგომაა. ქალაქისა იერსახის დამახინჯებაზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ იმ მასობრივ მშენებლობაზე უნდა ვისაუბროთ, რომლიც ქალაქის მასშტაბით უკვე წლებია მიმდინარეობს და მოსახლეობა ამ ვანდალიზმს აპროტესტებს.
რაზედაც რეაქცია უნდა მოახდინონ, იმაზე არაფერს აკეთებენ და ამ საწყალ ხალხს კი შიმშილისთთვის წირავენ. გარემოვაჭრეებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შემდეგ მერიის მოქმედებებიდან გამომდინარე გავმართავთ აქციას“ – ამბობს გიორგი ჩიხლაძე.