ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერია: “სიცრუეა თითქოს, გუშინ, დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს”

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

“სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, გუშინ, 19 მარტს, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის  სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას.

 

მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას.”-ნათქვამია განცხადებაში.

 

იტვირთბა....