დღეს დილას ჩაქვთან ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე ხნით შეფერხებული იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მიზეზი კვლავ ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანაა. ასწლოვანი ტიტას ხის ბუკნარიდან ჩაქვის მიმართულებით შუაღამისას ტრანსპორტირების დროს კონტეინერი დაზიანდა და ამჟამად მისი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ხის გატანის შედეგად ციხისძირთან ევკალიპტის ასწლოვანი ხე წაიქცა.
ბათუმი-ქობულეთის გზის ბუკნარის მონაკვეთზე “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ტელეკომპანიის კამერამ კიდევ რამდენიმე ახლად მოჭრილი ხე დააფიქსირა, თუმცა ციხისძირის გამგებელის მტკიცებით, ეს ფაქტი ტიტას ტრანსპორტირებას არ უკავშირდება და ხეები დიდთოვლობის გამო მოჭრეს.