მედია საზოგადოება

“აცალეთ და დიანა ჯოჯუაც მათია“: ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს “იმედზე” პოლემიკა მოჰყვა

ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს ფეისბუქზე, რომელიც ტელეკომპანია “იმედს” ეხება, თავისი მეგობრები გამოეხმაურნენ.

“იმედელებო, გილოცავთ ტელევიზიის დაბადების დღეს. მაქაურობამ ნანუკას შოუ მომცა და როგორი კონკურენტებიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის გისურვებთ წარმატებებს. თქვენი არსებობა, ჩვენ გვაძლიერებს. ადამიანებს, რომლებსაც ნანუკას შოუს შექმნაში მიგიღიათ მონაწილეობა განსაკუთრებით გილოცავთ! იცოდეთ, მახსოვხართ და მადლიერი ვარ თქვენი,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ სტატუსს ფეისბუქზე გამოხმაურება მოჰყვა. “ობოლაძე დაბადების დღის პონტში აჩუქეთ?“ – უწერს კომენტარს გიორგი ჩაფიძე

“ამხელა კომენტატორ კაცს რო სხვა შუადღეში დიასახლისებთან საჭორაოდ დასვამ, წავა აბა რას იზამს – ეს არის ჩემი კომენტარი დიმა ობოლაძის წასვლაზე. დიმას აღარ ჰქონდა იმდენი დრო სპორტის თემაზე დათმობილი რუსთავი 2ზე, იმედმაც შეთავაზა დიმას და მის ადგილზე ალბათ ყველა დათანხმდებოდა”- წერს ერთ-ერთი მეგობარი. “ერთი-ორი თვეც აცალეთ და დიანა ჯოჯუაც მათია,“ – იყო პასუხი.

ნანუკა ჟორჟოლიანმა წარმატებები დიმა ობოლაძესაც უსურვა. “წარმატებები დიმას,“ – წერს ჟურნალისტი.

itv.ge

იტვირთბა....