პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი მისი მეგობრის, გიორგი თათარიშვილის დაკავებას, რეპრესიებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.
„ეშინოდა და მოსდიოდა ხმები, რომ მისთვის აპირებდნენ მსგავსი რამის გაკეთებას, უფრო ეგონა რომ იარაღს ჩაუდებდნენ, 18 აბი სუბოტექსის ჩადებას ვერც მოიფიქრებდა, რადგან არასოდეს არ ჰქონია შეხება, არც კი გაუჩერებიათ და დაუჯარიმებიათ არასდროს მსგავსი ნივთირებების მოხმარებისთვის. ჩემი ინფორმაციით აპირებენ იგივე გაუკეთონ ჩემ მეგობარს თორნიკე კაჭარავას, რომელსაც ასევე მოსდის ხმები და ასევე ეშინია სახლიდან გამოსვლის. მგონი, უნდა ვუშველოთ რამე ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება, რომ რეპრესიები არის მის ოჯახზე”,-განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
პროკურატურის ინფორმაციით მისი დაკავება არა დაწესებულებაში არამედ ქუჩაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, დაკავებულს 8-დან, 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
https://www.youtube.com/watch?v=9thENDZItsY