ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უფალი ადამიანს ჯვარს მისი ძალის მიხედვით აძლევს”

 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ბრძანა:

“დღევანდელი კვირა ჯვრის თაყვანისცემის კვირაა და შევთხოვთ უფალს ბოლომდე მოგვივლინოს ჯვარი ჩვენი. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, ვისაც უნდა შემოდგომა ჩემდა აიღე ჯვარი შენი, უარყავ თავი შენი და შემომიდექ მე, რა ბედნიერია ის ადამიანი რომელიც უარყოფს თავსა თვისსა და აიღებს ჯვარსა თავისასა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები იღებენ მის ჯვარს, რამდენად მძიმეა თავის ჯვარი, უფრო მეტად მძიმეა სხვისი ჯვარი. უფალი აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით. შევთხოვთ უფალს რომ მოგვცეს ჯვარი ჩვენი , ჯვარი რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიტანთ, ის ჯვარი რომელიც მსუბუქ არს ჩვენთვის, ის ჯვარი, რომელიც ღვთის ნებით იქნება მოცემული ჩვენთვის”,-ბრძანა პატრიარქმა.

იტვირთბა....