რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვის საჭრელ საამქროში, ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით, უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.