ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია მიიჩნევს, რომ შვილის მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის წითელი ცირკულარით ძებნის გადაწყვეტილება დაგვიანებულია.
“ჩემი აზრით ეს დაგვიანებული გადაწყვეტილებაა, უფრო ადრე რომ ყოფილიყო ინტერპოლით ძებნა გამოცხადებული ჩემი შვილის მკვლელზე, ალბათ შესაძლებელია შედეგიც მიღწეული ყოფილიყო. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება რუსებისთვის არ იქნება დამაბრკოლებელი, თვითონ აფხაზები ინტერპოლით ძებნას რამდენად გაითვალისწინებენ და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ქართული მხარისთვის მისი დაკავება და აქეთ გადმოცემა.
ღმერთმა ქნას, ჩემი შვილის მკვლელი დაიჭირონ და კანონიერად დაისაჯოს, რომ აფხაზ დამნაშავეებს არ ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ქართველი ადამიანის მოკვლა თავისუფლად შეიძლება. ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხია”,- განაცხადა ჭანტურიამ.