თბილისში პარლამენტის შენობასთან საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სამედიცინო ბრიგადები არიან მობილიზებული, რადგან 9 აპრილის მონუმენტზე ასულია მამაკაცი, რომელსაც ცივი იარაღი აქვს და ამის გამო, მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება.
მამაკაცი აცხადებს, რომ ფორმით ნარკოტიკების აკრძალვას ითხოვს.
როგორც “მეტრონომს” ანონიმურმა წყარომ განუცხადა, მამაკაცს არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა აქვს და მის ჩამოყვანას ექიმები ცდილობენ.