ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პრეზიდენტის შვილი სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს: “ჩემს მეგობარს ჩაუდეს 18 აბი სუბუტექსი”

საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც, აღწერის მიხედვით, 15 მარტს, ანუ იმ დღემდე ორი დღით ადრეა გადაღებული, როცა ანა მარგველაშვილისა და მისი ქმრის მეგობარი – მიხეილ თათარიშვილი დააკავეს და 18 აბი სუბუტექსი ჩაუდეს. დაკავებისას მიხეილ თათარიშვილთან ერთად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურიც იმყოფებოდა.

სწორედ მინდია გოგოჭური და მიხეილ თათარიშვილი ჩანან ვიდეოზე, რომელსაც ისინი 17 მარტის სკანდალურ დაკავებამდე ორი დღით ადრე იღებდნენ, რადგან, ანა მარგველაშვილის თქმით, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ნარკოტიკის ჩადებას უპირებდნენ.

“ჩემს მეგობარს, მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბუტექსი, სურამის გზატკეცილზე. ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც გადაღებულია 2 დღით ადრე. ის ფლობდა ინფორმაციას სავარაუდო ჩადების შესახებ. როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან. გთხოვთ, გაავრცელოთ”, – წერს გიორგი მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.

https://www.youtube.com/watch?v=Cuy2aq3kJfw

 

იტვირთბა....