ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ეკომიგრანტებისთვის აშენებულ სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა. მათი განცხადებით, ისინი შუახევის რაიონიდან არიან და მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.
შეჭრილებს შორის იყვნენ ასევე, ბათუმისა და ქობულეთის მცხოვრებლებიც.
ადგილზე აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ. მთავრობის წევრები შეჭრილებს მათი მდგომარეობის შესწავლასა და დახმარებას დაჰპირდნენ.
შენობაში სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებული. შენობა ცხრასართულიანია და მას ბენეფიციარები უკვე ჰყავს.