ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური, საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მრჩევლებთან ერთად საპარლამენტო გამოსვლისათვის მზადება უკვე დაიწყო.

„ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები პარლამენტთან პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით. პრეზიდენტი InterPressNews.Geსაპარლამენტო გამოსვლაში შეეხება საქართველოს მოსახლეობისათვის ყველა საჭირბოროტო თემას, მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებს, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობების, ასევე მედიისა და სასამართლოს თემებს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

იტვირთბა....