ქმრისა და შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული და სამუდამოპატიმრობამისჯილი მაგდა პაპიძის საქმის მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დღემდე არ ცხრება. „მეტრონომმა“ ფურცელზე ჩამოწერილი კითხვები მაგდა პაპიძეს ციხეში შეუგზავნა. გვაინტერესებდა, რას ფიქრობს და როგორ ცხოვრობს ის დღეს. პასუხი მივიღეთ.
რა არის ამ საქმეში მნიშვნელოვანი, რასაც ყურადღება სასამართლომ და გამოძიებამ არ მიაქცია? გამომდინარე იქედან, რომ დღემდე მაგდა პაპიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ჩვენ მას ვკითხეთ, ვისზე აქვს ეჭვი, ვინ მოკლა მისი მეუღლე და შვილი? როგორ და რა მეთოდებით აპირებს ის მისი უდანაშაულობის დამტკიცებას? რას შეცვლიდა, დრო რომ უკან დაბრუნებულიყო? მაგდა პაპიძემ საკმაოდ ემოციური წერილი გამოგვიგზავნა. ის საკმაოდ დეტალურად აღწერს განვითარებულ მოვლენებს და რაც მთავარია საუბრობს ისეთ დეტალებზე, რომლებიც დღემდე არ გახმოვანებულა. ის ამბობს, რომ მისი ქმრის იარაღიდან გასროლა იყო დაფიქსირებული. „ვინ იცის, (მკვლელი) ჭირისუფლადაც კი იჯდა“ – წერს „მეტრონომს“ მაგდა პაპიძე და მიუთითებს, რომ რთულია სიმართლე დაამტკიცო იმ ქვეყანაში, სადაც „შვილმკვდარი დედის წამებაზე ხალხი დადუმდა და სრულიად „ლოკა“ პოლიციური რეჟიმი“ (სტილი დაცულია) „ასე არ ეძებენ, არ იჭერენ, არ კიცხავენ და არ უსჯიან არსად… მომავალი მოკვდა! აღარ არსებობს და ვერც იარსებებს, სანამ მთავრობა განაგებს შერჩევითი სამართლის სახით მოქალაქეების სიცოცხლეს“ – წერს „მეტრონომს“ მაგდა პაპიძე.
ინტერვიუ უკვე “მეტრონომის” საიტზე დევს. მის სანახავად დააჭირეთ აქ