ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თეა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა: ვინ შეასრულებს მის მოვალეობას

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემას მომდევნო ორი თვის განმავლობაში მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს:

ცვლილების მიზეზი თეა წულუკიანის დეკრეტულ შვებულებაში გასვლა გახდა.

ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლის ოქტომბრიდან − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. ამასთან, ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანია.

ალექსანდრე ბარამიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და იურიდიული ფაკულტეტები. მან ტრენინგები გაიარა ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრსა (პლანო, ტეხასის შტატი) და ადვოკატთა ეროვნულ ინსტიტუტში (ლუისვილი, კოლორადოს შტატი). იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე იყო ადვოკატი საერთო სპეციალობით. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მედიასამართალში, საერთაშორისო სამართალსა და ადვოკატთა უნარ-ჩვევებში.

იტვირთბა....