ეკონომისტი და პოლიტიკოსი, გია მასიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით მძლავრობს ახალი ენჯეოშნიკური სიტყვა და მისი უგუნურ ” უპრაგონო” ხმარება- ნარატივი. ისე უხეშად ხვდება მისი ხმარება ყურს და ისე ამახინჯებს ქართულს, რომ მომინდა მისი ახსნა. ჯერ ერთი ინგლისურად “ნ”, თითქმის არ გამოითქმის- “ნერატივ” და არა უხეშად მასზე — “ნარა” მახვილის დაცემა, როგორც ამას ჩვენი ელიტა აკეთებს და ამით ამჟღავნებს ამ სიტყვის უცოდინრობას. შე დალოცვილო, ინგლისური რომ არ იცი სირცხვილი კი არაა, სირცხვილი ისაა რომ არ იცი და კეკლუცობ მისი უნიჭო ხმარებით. ეს სიტყვა ნერატივი და არა ნარატივი სხვადასხვა კონტექსტიდან გამომდინარე ნიშნავს სათქმელს, ამბავს, ნაამბობს, ისტორიას, ქრონიკას, ანგარიშს, ვერსიას, ქორონიკონს, აღწერას. რა ფართო არჩევანია, რაღა მაინც და მაინც ამ ნარატივს მიადექით. აი, იმ პარტიის ლიდერის გასაგონად მინდა ვთქვა, ჩვენი ილია რომ არ ეპიტნავება დიდად, ხალხს კი გამორჩეულად, მისი პარტია. იგი ხმარობს ამ სიტყვას ხშირად. თქვენ ალბათ ის უფრო მოგეწონებოდათ ილიას ” გლახის ნაამბობისთვის” “გლახის ნარატივი” რომ დაერქმია, არა?”-წერს მაისაშვილი.