სპორტული ტელეწამყვანი ლაშა დვალიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2–თან“ კონტრაქტს, სავარაუდოდ, დღეს გააფორმებს. ამის შესახებ “პირველს” დვალიშვილმა განუცხადა.
ლაშა დვალიშვილის თქმით, საბოლოო შეთანხმება “რუსთავი 2”-თან დღეს მოხდება და კონტრაქტიც გაფორმდება.
“საუბარი არის აღნიშნულ თემაზე. თუმცა დადასტურებით 17 მარტს შემეძლება ყველაფრის თქმა. “რუსთავი 2″ ძალიან რეიტინგული ტელევიზიაა და რა თქმა უნდა, იქ მუშაობა ყველას უნდა. ჯერ საბოლო გადაწყვეტილება არ მიმიღია. ეს ურთიერთშეთანხმებაზეა დამოკიდებული. თუ შევთანხმდებით, ვნახოთ”,- განუცხადა “პირველს” დვალიშვილმა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით საუბარია საინფორმაციო გამოშვებებში სპორტის ბლოკის პროდიუსინგზე.
ლაშა დვალიშვილი “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” სპორტულ გადაცემას უძღვებოდა. დაახლოებით ერთი წელია ის ტელეეკრანზე აღარ ჩანს.