ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2017 წლის საბავშვო ევროვიზიას საქართველო უმასპინძლებს

2017 წლის საბავშვო ევროვიზიას 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. საქართველოში კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფი იმყოფება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

ჯგუფი ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს მართავს. 2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და კონკურსის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. საბავშვო ევროფესტივალზე გასულ წელს მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა.

იტვირთბა....