კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ინიციატივით გამოდის და საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის არჩევას 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ სთავაზობს. მისი პროექტით, კარგი იქნებოდა თუ ამომრჩეველთა კოლეგია დაკომპლექტდებოდა პარლამენტის 150 წევრისგან და 150 დელეგატისაგან, რომლებსაც აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და საკრებულოთა გაერთიანებები აირჩევენ იმ პროპორციით, როგორი პროპორციითაც ამ საკრებულოებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იქნებოდნენ წარმოდგენილნი.
„ეს წესი გულისხმობს პრეზიდენტის არჩევას არა პარლამენტის მიერ, არამედ ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისაგან და 150 დელეგატისაგან, რომლებსაც აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და საკრებულოთა გაერთიანებები აირჩევენ იმ პროპორციით, როგორი პროპორციითაც ამ საკრებულოებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი.“, – განაცხადა ხმალაძემ.
ვახტანგ ხმალაძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მის წინადადებაზე კენჭისყრა არ გამართულა, თუმცა სამუშაო ჯგუფის არაერთმა წევრმა იგი გაიზიარა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მმართველი გუნდის მიერ უკვე წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტი, რომლის მიხედვით პრეზიდენტის არჩევა ხდება პარლამენტის მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
იტვირთბა....