ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორობიდან გადააყენეს და მისი ადგილი მამა დანიელ სოლომონიძემ დაიკავა.
სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე მარიან ტარიელაძემ განაცხადა, რომ დირექტორის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მეუფე დიმიტრის აჭარაში ჩასვლის შემდეგ მიიღეს.
“ამ დროისათვის სკოლა-გიმნაზიას მამა დანიელ სოლომონიძე ხელმძღვანელობს. იგი მეუფე დიმიტრის ჩამობრძანების შემდეგ დაინიშნა,” – აცხადებს მარიამ ტარიელაძე. დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აღნიშნულ სკოლას ბოლო 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.