ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

დიმა ობოლაძის პირველი კომენტარი “მეტრონომს”: რატომ დატოვა “რუსთავი 2” სპორტულმა წამყვანმა

“რუსთავი 2”-ის სპორტულმა კომენტატორმა და გადაცემა “სხვა შუადღის” წამყვანმა, დიმა ობოლაძემ “მეტრონომს” არხის დატოვება დაუდასტურა. მისი თქმით, “იმედზე” გადადის და მაყურებელი აპრილიდან იხილავს:

დიმა ობოლაძე: ვადასტურებ, რომ “იმედზე” გადავედი.

“მეტრონომი” : ბატონო დიმა, ეს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება?

დიმა ობოლაძე: სარედაქციო პოლიტიკასთან კავშირში საერთოდ არ იყო. უბრალოდ ასე გადავწყვიტე-კარგი შემოთავაზება მქონდა “იმედიდან”.  ჩათვალეთ, რომ ჩვეულებრივი საფეხბურთო ტრანსფერია… გასაგებია, რომ 21 წელი აქ ვიყავი, მაგრამ არანაირ სარედაქციო პოლიტიკაზე და ზოგადად, პოლიტიკაზე მე არ ვსაუბრობ, იმიტომ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის.

-როდის გიხილავთ მაყურებელი “იმედზე”?

-აპრილის დასაწყისიდან.

მანა ნოდია

იტვირთბა....