აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე, რომელიც აჭარის აქციების მთავარი მოქმედი პირი იყო და რომლის გადადგომასაც მოითხოცდნენ აქციის მონაწილეები, უარყოფს ფაქტს, თითქოს მან აჭარის მოსახლეობას “თათრები” უწოდა. მან კომენტარი “ინტერპრესნიუსს” მისცა.
შეგახსენებთ, აქცია ბათუმში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, მათ პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა, რის შემდეგაც საპროტესო გამოსვლები შეწყდა.