ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ვის დავაბრალოთ – კრემლის თუ თეთრი სახლის ხუშტურებს?!”: ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ანუ დაუჯერებელი ამბავი

ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ  ინსტიტუტი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება:

„დღეს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებთან გახლდით არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ბატონმა გოგი გოგოლაშვილმა უნიკალური გამოცემები მისახსოვრა…  თეა ბურჭულაძე ხომ იშვიათად ყურადღებიანი ადამიანი გახლავთ… მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვწერ – შეხედეთ სურათებს და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ის დაწესებულება, სადაც ჩვენი ეროვნული საუნჯის განვითარებაზე, შენარჩუნებაზე და დაცვაზე ზრუნავენ. ქალაქის მერმა, სხვა შესაბამისმა სამსახურებმა თუ იციან ამის შესახებ? ან, თუ იციან, რას აკეთებენ? კატასტროფა რომ გარდაუვალია, ამაში ხომ თავად დარწმუნდებით. როდის ჩამოინგრევა ეს შენობა, არავინ იცის… არადა, სულ რაღაც 3-4 ბალია საჭირო, რომ მთლიანად ჩამოინგრეს. არაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რომ ინსტიტუტი შეზღუდულად მოიხმარს ელექტროენერგიას, – ზედმეტი ნათურა არ უნდა აანთონ და გათბობაზე ხომ საერთოდ არც უნდა იფიქრონ… თავმოყვარე ქვეყანა, თავმოყვარე ქალაქი ამას არ მოითმენდა… ჩვენ კი, მერამდენე მილიონიან სტუმარს ვეგებებით… ახლა, ეს ვის დავაბრალოთ – კრემლის თუ თეთრი სახლის ხუშტურებს?! გვეშველება რამეო? – ა რ ა ფ ე რ ი…”, – წერს სიამაშვილი.

17308732_1229093557211308_1367252104003884333_n17155947_1229093630544634_2293967985007216418_n17309804_1229093693877961_2939595580102177502_n17309354_1229093683877962_4493505959199687614_n17309327_1229093563877974_8958414466334552288_n17264158_1229093620544635_5160029666862814461_n17309872_1229093633877967_4944120588581565783_n17342492_1229093673877963_2616617804497676869_n

იტვირთბა....