ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ წინადადება გააჟღერა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტმა სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს ცხინვალთან და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ წინასწარი შეთანხმება 2015 წლის მარტშია ხელმოწერილი.
.