ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ!”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, ხატია დეკანოიძე ვაჟის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს:
“ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! გამორიცხულია! მასზე ძვირფასი არავინ მყავს, თუმცა ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. დედა, არ შეგეშინდეს!”- აღნიშნავს დეკანოიძე.

დეკანოიძის ვაჟს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ახალგაზრდას ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
შვილის დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს ხატია დეკანოიძე.

იტვირთბა....