ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემთვის, დღეს, აღსრულების მექანიზმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის სერიოზული პრობლემა”

ეკონომიკის მინისტრი პრეზიდენტის პრესსპიკერის დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით ევროსასამართლოს გადაწვეტილების კითხვის ქვეშ დაყენება იქნება დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე, ეხმაურება:

„მე ვიტყოდი, რომ ჩემთვის, დღეს, აღსრულების მექანიზმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის სერიოზული პრობლემა. მე მესმის, ვიღაცის პოზიციიდან გამოხატვის უფლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ეკონომიკაზე იქნება პირველი ეფექტით და აღსრულების მექანიზმის მსგავს შეჩერებას და საკუთრების უფლების ერთმნიშვნელოვნად, რანჟირების პირობებში, უფრო დაბლა დაყენება ვიდრე გამოხატვის უფლება, ჩემთვის პრობლემაა. ეს არის ერთმნიშვნელოვანი და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და მსჯელობის საგანი უნდა იყოს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....