ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს შესაძლებლობას განიხილავს”

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონი მწვანე შუქს უნთებს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას:

 

”ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან კონსულტაციები ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს სერიოზული წუხილი და ჩვენი პოზიცია ემთხვევა პრეზიდენტის პოზიციას, ეს კანონის არსებითად არღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ეს კანონი მწვანე შუქს უნთებს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას, ადამიანების უკანონო მოსმენას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ მოძრაობა ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

” სწორედ იმის გამო, რომ ამ კანონში არის ძალიან ბევრი არასასურველი რამ, რაც ეხება სტრუქტურას, რაც ეხება ბიზნესზე ზეწოლას და ა.შ. ჩვენი შეთავაზებებიც სწორედ ამ მიმართულებებს ეხება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

იტვირთბა....