ჭყონდიდელი მიტრიპოლიტი პეტრე პატრიარქს, წმინდა სინოდის თავმჯდომარეს, მღვდელმთავრებს, სინოდის წევრებს, სინოდის მდივანს და მიტროპოლიტ შიოს მიმართვას უგზავნის.
აღნიშნულ წერილს ავრცელებს იღუმენი თამარ გამყრელიძე.
“მესმის მძიმე იყო ჯვარი ამა წლის 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის სხდომისა, სინოდის სხდომაზე, რომელიც სამწუხაროდ, აღმოჩნდა მიკერძოებული სამართლით, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლისა და მორწმუნე საზოგადოებისთვისა, ასევე ჩემი სიმდაბლისთვისაც. წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, რომ აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსებისათვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა, რაც მდივნის მიერ წაკითხული და ვეჭვობ არა მის მიერ დაწერილი, იქნა ყოველივე ეს. ნუთუ დღემდე ეკლესიის დისკრედიტაციის მძიმე ფაქტები არ გვაქვს, ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემ წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს? წარმოუდგენელია სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური ციანიდის საქმის შემდეგ იქნა ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო მამაოს მიერ საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ თითქოს დაკვეთით დაწერილი წინადადებებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოვუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც როგორც მე სინოდის წევრი არ გეთანხმებით,”- ნათქვამია მიმართვაში.
მეუფე პეტრე აღნიშნავს, მისი გამოსვლა რომ ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა სრული ცილისწამებაა.
“რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თვის გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.
“ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას, გთხოვთ მომიტევოთ, ჩემი კადნიერებისთვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ თქვენს მართლმკვეთელობას!”- ნათქვმია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, წმინდა სინოდის კრება გაიმართა, სადაც მიტროპოლიტი პეტრე დასაჯეს. კერძოდ, იგი გაათავისუფლეს ტელეკომპანია “ერთსულოვნების” დირექტორობის თანამდებობიდან. მიზეზად კი, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, მისი მედიასთან აქტიურობა სახელდება.