ექსკლუზიური ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელ თამარ ეხვაიასთან
რაც დრო გადის, საქართველოში საკმაოდ დიდი დაინტერესება ჩნდება საბუღალტრო კომპანიების და მათი კვალიფიკაციის მიმართ. ევროპისკენ სვლა ავტომატურად ნიშნავს ევროპული საგადასახადო სისტემებისა და ვალდებულებების დამკვიდრებას ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და კომპანიების არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანოზაციების გამართულ მუშაობას. „მეტრონომის“ სტუმარია საბუღალტრო კომპანია „კრეატივ ბალანსის“ დამფუძნებელი და დირექტორი ქალბატონი თამარ ეხვაია.
„მეტრონომი“: „კრეატივ ბალანსი“ უკვე 5 წელია რაც გამოჩნდა საბუღალტრო კომპანიების ბაზარზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ გყავთ საკმაოდ ბევრი კლიენტი. ვინ არიან ისინი და უმეტესად რა მიმართულების ორგანიზაციები გიკავშირდებიან?
თამარ ეხვაია: ჩვენი კლიენტები – ესენი არიან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კომპანიები. ჩვენ მოგვმართავენ როგორ არქიტექტურულ-საპროექტო კომპანიებიდა, ასევე სამშენებლო, საბითუმო და საცალო ვაჭრობის (სადისტრიბუციო), წარმოების, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის, კვების, სავაჭრო და ა.შ.
ჩვენ კლიენტთა შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: შპს ჯეოსტავი, შპს აპექსტენტი, შპს ლეგომედი, ასოციაცია GWA და სხვები.
– დღეს ბაზარზე საბუღალტრო და იურიდიული მომსახურებით ბევრი კომპანიაა დაკავებული., დიდია კონკურენცია თქვენს სფეროში?
– კონკურენცია საკმაოდ დიდია, თუმცა, საბუღალტრო და იურიდიული კომპანიების უმრავლესობა ბაზარზე არ მაღელვებს, ვინაიდან საქმე ძალიან ბევრია და ყველასთვის საკმარისია. შესაბამისად, თითოეულ საბუღალტრო და იურიდიული კომპანიას თავისი ადგილი აქვს, არჩევანი კი კლიენტმა თავად უნდა გააკეთოს თუ ვისთან ითანამშრომლოს. ჩვენი კლიენტები ჩვენთან, უმეტესწილად, რეკომენდაციით მოდიან .
– ზოგადად, დღეს თბილისში საბუღალტრო კომპანიების ხარისხი როგორია?
– ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან მაღალია, ან ძალიან დაბალი. ვფიქრომ ამ სფეროში ბევრი გვაქვს სამუშაო, მითუმეტეს კანონში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ და საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ.
პირველი ცვლილება გულისხმობს ფასს-ის, მსს ფასს-ის და ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული (ნებაყოფლობითი მსს ფასს-ის) დანერგვას, ხოლო მეორე – მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლას და დღგ-ს ავანსების დაბეგვრას.
– ხშირ შემთხვევაში რა პრობლემებით მოგმართავენ მეწარმეები?
– პრობლემები განსხვავებულია. უმრავლესობა მოგვმართავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის და აღრიცხვიანობის მოწესრიგებისთვის. ასევე აღსანიშნავია გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც არასტანდარტული ოპერაციების შედეგად წარმოიშვება მუშაობის პროცესში. ჩვენ ვეძებთ პრობლემების გადაჭრის გზებს და შეძლებისდაგვარად ვაგვარებთ მათ.
– მნიშვნელოვანი საკითხია კონტიგენტი და თანამშრომლების მიღების საკითხი. რა აუცილებელი კრიტერიუმები უნდა ჰქონდეს თანამშრომელს, რომ სამსახურში მიიღოთ?
– ორგანიზაციის მთავარ ღირებულებას პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება წარმოადგენს. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს ჩვენს გუნდში გაერთიანებას, ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
– რა სიხშირით გადიან თანამშრომლები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს?
– ჩვენი თანამშრომლები სისტემატიურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, ეცნობიან სიახლეებს და ნერგავენ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში.
– რა აუცილებელ ვალდებულებას დააკისრებდით საბუღალტრო კომპანიებს?
– მეტ პასუხისმგებლობას საქმის მიმართ.
– რას ეტყვით მომხმარებელს „კრეატივ ბალანსზე“? რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
– კომპანიაში დასაქმებული ბუღალტრები და იურისტები უკვე 10-12 წელია წარმატებით მოღვაწეობენ და აქვთ მდიდარი გამოცდილება. ორგანიზაციის მთავარ ღირებულებას პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება წარმოადგენს. თითოეული მეწარმე და ორგანიზაცია კი ჩვენი დიდი ოჯახის წევრია – სწორედ ამაშია საიდუმლო, რაც გამოგვარჩევს სხვებისაგან.